სიახლეები

Wednesday, June 6, 2012


„რედ ბულს“ ძირის კონსტრუქციას აცვლევინებენ

2.06.2012 23:05

„რედ ბულს“ თავისის არბოლი ავტომობილის ძირის უკანა ნაწილის შეცვლა მოუწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ, RB8-ს ძირის ის ნაწილი, რომელიც უკანა საბურავის წინ მდებარეობს, რეგლამენტთან შეუსაბამოდ სცნო.
FIA-მ თავისი გადაწყვეტილება გუნდებს წერილობითი ფორმით დაუგზავნა. ის ძალაში კანადის დიდ პრიზზე შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკ უებერის გამარჯვება მონაკოს დიდ პრიზზე ძალაში რჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ FIA-მ ბაჰრეინის დიდი პრიზის წინ, იგივე ელემენტი, რომელსაც აეროდინამიკური დატვირთვა აქვს, ლეგალურად სცნო. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე გუნდს (ფერარი, მაკლარენი, მერსედესი) ეჭვები მონაკოს დიდი პრიზის წინ გაუჩნდათ, თუმცა FIA-ს თხოვნით, მათ კანადამდე თავი შეიკავეს.

პორტუგალიის რალის ჰირვონენი ლიდერობს



პორტუგალიაში მიმდინარეობს რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი, რომელსაც ფინელი მიკო ჰირვონენი (ფოტოზე) ლიდერობს. რბოლას წვიმა და ნისლი ართულებს. რთული პირობების გამო, ხშირია ავარიები. ასპარეზობას პირველივე დღეს გამოეთიშა მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, რომელსაც ავარია მოუვიდა.
ლიდერი კი ისაა, ვინც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს. ჰირვონენი წუთსა და 11 წამს უგებს უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ მადს ოსტბერგს, რომელსაც ნახევარი წუთით ჩამორჩება რუსი ევგენი ნოვიკოვი. მესამე დღეს შესანიშნავად იასპარეზა ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა, ვინც წინა დღეს ლიდერობდა, მაგრამ ტალახიან გზაზე შეცდა და გზიდან გადასული, სადრენაჟო არხში ჩავარდა. მან მესამე დღე 10-წუთიანი ჯარიმით დაიწყო და დღის ოთხი სპეცმონაკვეთი მოიგო და მეოთხეზე გადაინაცვლა. მაგრამ ბოლო სპეცმონაკვეთის წინ, მის „ფიესტაზე“ საჭის გამაძლიერებელი დაზიანდა, რამაც სოლბერგს დრო დააკარგვინა და მანაც მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ალონსო: მონრეალის რბოლა „ფერარის“ ფორმის ინდიკატორია

6.06.2012 
 
რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს იტალიურ გუნდის ამ სეზონში, ეს მონრეალში გამოჩნდება. ასე თვლის ჩემპიონატის ლიდერი ფერნანდო ალონსო, რომელიც კლასიფიკაციაში მხოლოდ სამი ქულით სჯობნის უახლოეს მდევრებს „რედ ბულიდან“, სებასტიან ფეტელს და მარკ უებერს.
მართალია, სეზონი მარანელოელებმა ფავორიტებად ვერ დაიწყეს, მაგრამ ალონსომ მალაიზიაში გამარჯვება მაინც მოახერხა, რასაც ესპანეთსა და მონტე კარლოში კვარცხლბეკზე ფინიშები მოჰყვა.