სიახლეები

სიახლეები


კობაიაში მონაკოს კვარცხლბეკზე ასვლას აპირებს

19.05.2012 14:36
კამუი კობაიაშის მიაჩნია, რომ „ზაუბერს“ მონაკოში კვარცხლბეკისტვის ბრძოლის უნარი შესწევს. ამის იმედს კი ის ფაქტი აძლევს, რომ მუჯელოს ტესტების შემდეგ, მანქანა გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ იაპონელმა პილოტმა, მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას რბოლა მეცხრე ადგილიდან დაიწყო (ამის მიზეზი, კვალიფიკაციის რბოლისას ჰიდრავლიკურ სისტემაში წარმოქმნილი უწესივრობა გახდა), ფინიშს მეხუთემ უწია.
„ვფიქრობ, ჩვენი მანქანა მონაკოში უკეთ იმუშავებს. გასულ სეზონთან შედარებით, ის ნელ მოსახვევებს გაცილებით უკეთ გადის. შარშან მონაკოში მეხუთე ვიყავი. ასე რომ, ამჯერად უკეთესი შედეგის იმედი მაქვს. თუმცა, მონაკოში საუკეთესო მანქანითაც რომ იყო, ბევრი რამ მაინც პილოტზეა დამოკიდებული, რომელსაც წამის რამდენიმე მეათედის მოგება შეუძლია“, - ამბობს კობაიაში.

ლოებმა აკროპოლისის რალი მოიგო

28.05.2012 03:22
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა მესამედ მოიგო აკროპოლისის (საბერძნეთის) რალი და მსოფლიო ჩემპიონატის პილოტების კლასიფიკაციაში, თანაგუნდელ მიკო ჰირვონენთან უპირატესობა 31 ქულამდე გაზარდა.
რბოლის ბოლო დღის წინ, ლოები 10.2 წამს უგებდა უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს, რომელსაც ხუთიდან პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამ დროს, ლოები უკვე მეორეზე გადასულ ჰირვონენს ორ წუთზე მეტს უგებდა. და მიუხედავად იმისა, რომ მე-20 სპეცმონაკვეთზე საბურავი გამოსაცვლელი გაუხდა, ფინიშთან ფინელს მაინც 40 წამით მიასწრო.
ამგვარად, ლოებს მიმდინარე სეზონში ოთხი გამარჯვება დაუგროვდა. საბერძნეთში მოპოვებულ ქულებს კი სამი სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის დაურთო. აღსანიშნავია, რომ ეს მის კარიერაში 71-ე და ერთ-ერთი ყველაზე ძნელი გამარჯვებაა.
ყველაზე ძნელი იმიტომ, რომ დასაწყისიდანვე, ფინელი იარი-მატი ლატვალასგან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. თავიდან სწორედ ლატვალა ლიდერობდა, მაგრამ მანქანა გაუჭირვეულდა და პოზიციები დათმო. შაბათს ისევ დაეწია და როცა მათ შორის სხვაობა ერთ წამამდე შემცირდა, შეცდა, რამაც ჯერ საბურავი, შემდეგ კი მუხრუჭები დაუზიანა და ლიდერს ოთხი წუთით ჩამორჩა.

დარიო ფრანკიტი - ინდი 500-ის სამგზის ტრიუმფატორი

28.05.2012 13:46

შოტლანდიელი დარიო ფრანკიტის გამარჯვებით დასრულდა ინდი 500-ის 96-ე რბოლა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული რბოლა მსოფლიო ავტოსპორტის ისტორიაში. 39 წლის ფრანკიტიმ რბოლა მე-16 პოზიციიდან დაიწყო და პელოტონს სათავეში პირველად მხოლოდ 151-ე წრეზე (200-დან) მოექცა. არადა, პირველი პიტსტოპის შესრულებისას, ბოქსებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პელოტონის ბოლოშიც კი ამოჰყო თავი.
რბოლის ბოლო 20-25 წრე ძალიან საინტერესო გამოდგა. ფრანკიტის გარდა, გამარჯვებისთვის მისი ახალზელანდიელი თანაგუნდელი სკოტ დიქსონი (ინდი 500-ის 2008 წლის გამარჯვებული), ბრაზილიელი ტონი კანაანი და იაპონელი ტაკუმა სატო იბრძოდნენ. სულ, რბოლის დროს, ლიდერი 35-ჯერ (რეკორდი ინდი 500-ის ისტორიაში) შეიცვალა. რბოლის განმავლობაში, პელოტონს სათავეში სულ ათი მრბოლი ედგა. პეისკარი კი ტრასაზე რვაჯერ გამოვიდა. აქედან, მისი ბოლო ვიზიტი ფინიშამდე 12 წრით ადრე დაიწყო და ექვსი წრის შემდეგ დასრულდა. სწორედ ამ დროს დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა გამარჯვებისთვის.

მონაკომ მასას იმედი დაუბრუნა

29.05.2012 15:40

„ფერარი“ და ფელიპე მასა იმედოვნებენ, მონაკოს ვიწრო ქუჩების რბოლით დასრულდა ბრაზილიელი პილოტის კარიერის ყველაზე რთული მონაკვეთი, რის შემდეგაც მისი კარიერა უკეთესობისკენ შემობრუნდება. ქალაქ სახელმწიფოში მასამ მეექვსე ადგილი დაიკავა და ამისათვის ჯილდოდ საკლასიფიკაციო 8 ქულა დაიმსახურა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მან რბოლა ლიდერებთან ერთად დაასრულა, გამარჯვებულ მარკ უებერს კი 6.195 წამით ჩამორჩა.
„ვფიქრობ, მან შესანიშნავად იასპარეზა. ასეთი დიდი ზეწოლის შემდეგ, ეს ნამდვილი მიღწევაა. მან კვალიფიკაციაზეც შესანიშნავად იასპარეზა. ყოველთვის შეიძლება თქვათ, რომ კვალიფიკაციის მესამე ფაზაში უკეთ გამოსვლაც შეიძლებოდა, სურათს სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. ძალიან დაძაბულ პაექრობაში მეექვსე ადგილი კარგი შედეგია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი კარიერის შემობრუნების დასაწყისია“, - ამბობს „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი.


ჰამილტონი: ალონსო ტიტულისთვის იბრძოლებს

1.06.2012 17:12

ლუის ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ „ფერარის“ მანქანას აქვს იმის პოტენციალი, რომ ფერნანდო ალონსოს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ხელი შეუწყოს. არადა, ეს სეზონი იტალიურმა გუნდმა იმ განწყობით დაიწყო, რომ მანქანას სისწრაფე აკლია და შესაბამისად, არაკონკურენტუნარუანია.
მაგრამ ამის მიუხედავად, ალონსომ სეზონის დასაწყისშივე შეძლო გამარჯვება (მალაიზიაში) და მას შემდეგაც სტაბილურობით გამოირჩევა. ამან კი კლასიფიკაციაში დაწინაურების საშუალება მისცა - მონაკოს რბოლის შემდეგ, ესპანელი ლიდერია და სამ ქულას უგებს უახლოეს მდევარ სებასტიან ფეტელს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჰამილტონთან ერთად, ის ყველაზე სტაბილური პილოტია - ამ ორმა ყველა რბოლა ქულით დაასრულა.







ფერარი“ შარშან ბატონის გადაბირებას ცდილობდა
2.04.2012 18:28

ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, შარშან, სანამ „მაკლარენთან“ კონტრაქტს გააგრძელებდა, ჯენსონ ბატონს თავისთან „ფერარი“ ეპატიჟებოდა. ახალი ამბების ბრაზილიური სააგენტო „აგენსია ეშტადუ“ გვამცნობს, რომ ბრიტანელ მრბოლსა და „ფერარის“ შორის მოლაპარაკება ოქტომბრამდე გრძელდებოდა, თუმცა შემდეგ ბატონმა „მაკლარენში“ დარჩენა ამჯობინა და ბრიტანულ გუნდთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბრაზილიური სააგენტოს ინფორმაციით, „ფერარის“ სურდა, რომ ბატონი ბრაზილიელი ფელიპე მასას ნაცვლად მიეწვია. ბოლო ორი სეზონია, მასა „სკუდერიას“ იმედებს ვერ ამართლებს და ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე მის ადგილს სხვა დაიკავებს. მალაიზიის დიდი პრიზის შემდეგ, მის შემცვლელად უკვე „ზაუბერის“ მექსიკელ სერხიო პერესს ასახელებენ.
აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას, ბატონი ამბობს: „ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩემს გარჯას ასე აფასებენ. მე ყოველთვის მაინტერესებს, რას მთავაზობენ სხვა გუნდები“. ცნბისათვის, ბატონს არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი კარიერის „მაკლარენში“ დასრულება სურს.
სხვათა შორის, მალაიზიამდე ერთი კვირით ადრე, „დეილი მეილთან“ საუბრისას, ბატონმა „ფერარის“ ესპანელ მრბოლზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ფორმულა ერთში ლუის ჰამილტონი რომ არ ყოფილიყო, ვისურვებდი, რომ ფერნანდოს თანაგუნდელი ვყოფილიყავი. არის ის ყველაზე სწრაფი ჩვენს სპორტში? ალბათ არა, მაგრამ ისიც ალბათ იგივეს გეტყოდათ. სამაგიეროდ, ის ძალიან ჭკვიანია. ჩვენს შორის ერთ-ერთი მსგავსება ისაა, რომ სხვისი მხარდაჭერა გვჭირდება იმისათვის, რომ რამეს მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად და ვიქნებოდი მისი მეტოქე. ვფიქრობ, ისიც ასე გეტყოდათ“.





          

ჰამილტონმა თანმიმდევრულობის დაფასება ისწავლა

უის ჰამილტონი ამბობს, რომ მან თანმიმდევრულობის დაფასება ისწავლა და სულაც არ ადარდებს ის, რომ ორი მოპოვებული პოულის მიუხედავად, ამ სეზონში ჯერ რბოლა არ მოუგია. „მაკლარენის“ ბრიტანელმა მრბოლმა ამ სეზონის პირველი ორივე რბოლა - ავსტრალიასა და მალაიზიაში პოულ პოზიციიდან დაიწყო, თუმცა ორივე მესამე ადგილზე დაასრულა. ის ამბობს, რომ გასულმა სეზონმა ასწავლა - უმჯობესია, სტაბილურად აგროვოს ქულები, ვიდრე თავგამოდებით, ზედმეტი რისკის ფასად იბრძოლოს გამარჯვებისთვის.


მასა „ფერარის“ ტესტ პილოტია28.03.2012 02:07
რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით. მაგრამ ბრაზილიელი ლივიუ ორიკიო „ო ესტადო დე სან პაულუში“ წერს, რომ ფელიპე მასას „ფერარიში“ სწორედ ტესტ პილოტის როლი აკისრია - ტესტების აკრძალვის პირობებში, სწორედ მასაა ის მრბოლი, ვისაც იტალიური გუნდის სიახლეების გამოცდა უწევს ხოლმე. ორიკიოს მტკიცებით, ამ სეზონის პირველ ორ ეტაპზე, მასა ტრასაზე სწორედ ექსპერიმენტატორის როლში იყო.
  • ბატონმა შეცდომა აღიარა  26.03.2012 01:29

    ჯენსონ ბატონმა აღიარა, რომ ნარაინ კართიკეიანთან შეჯახება მისი შეცდომის გამო მოხდა. და ამ შეცდომის გამო, მან მალაიზიის დიდ პრიზზე გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
  • პერესი: გამარჯვება შესაძლებელი იყო 25.03.2012 23:30
    მალაიზიური დიდი პრიზის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი მექსიკელი სერხიო პერესია, რომელმაც ნახევარ რბოლაზე მეტი სდია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გასწრებისთვის ხელსაყრელ მანძილზე მიუახლოვდა, გამოუცდლობამ ცუდი სამსახური გაუწია - შეცდა და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა. და მაინც, ამითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.http://formula1ge.blogspot.com/