მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ყოველ წელს და ცალკეული ეტაპებისგან შედგება. ჩემპიონატის გამარჯვებული წლის ბოლოს ვლინდება. ამ ჩემპიონატში ასპარეზობენ როგორც ცალკეული პილოტები, ასევე გუნდებიც. პილოტები ასპარეზობენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, ხოლო გუნდები — კონსტრუქტორთა თასისთვის. ფორმულა ერთის მიმდინარე ჩემპიონია სებასტიან ფეტელი .