ლუის ჰამილტონს თავისი პირველი გამარჯვება კანადაში აქვს მოპოვებული და საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა, ამ სეზონში პირველი გამარჯვებაც იქვე იზეიმოს. მიმდინარე ჩემპიონატის ტრადიცია გვეუბნება, რომ ყოველ მომდევნო რბოლას ახალი გამარჯვებული ჰყავს. ჰამილტონი ყოველთვის ფავორიტთა შორისაა და მას ჯერ მოგება არ აქვს (ისევე როგორც მისთვის სადებიუტო, 2007 წლის სეზონში). ასე რომ, თუ ზემოთ ნახსენები ტრადიცია გაგრძელდა, რეალური შანსია იმისა, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჰამილტონი ვიხილოთ.
მაკლარენი ფავარიტია
„მაკლარენის“ მრბოლები - ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი ამბობენ, რომ მონაკოს დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე „ლოტუსი“ ფავორიტად გამოიკვეთა.
პირველ სესიაზე, საჭის პრობლემების გამო, კიმი რაიკონენმა ვერ ივარჯიშა და მეორე სესიაზეც, უამინდობის გამო, ცოტა წრე გაიარა. სამაგიეროდ, ორივე სესიაზე, მეორე უსწრაფესი იყო მისი თანაგუნდელი რომენ გროჟანი.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=36305&lang=
პრაქტიკებზე უსწრაფესი ბატონია

მიუხედავად იმისა, რომ მეორე პრაქტიკის ნორმალურ მსვლელობას, ხელი წვიმამ შეუშალა, წინა სესიის დროები მაინც გაუმჯობესდა. საუკთესო შედეგი კი „მაკლარენის“ ბრიტანელ ჯენსონ ბატონს ჰქონდა, ვინც სუპერ რბილი რეზინით, წრე წუთსა და 16 წამზე ნაკლებში ერთადერთმა გაიარა.
ამ პრაქტიკებზე ბევრი არ გვივლია და იმედია, კვალიფიკაციის წინა პრაქტიკაზე ავინაზღაურებთ ვარჯიშის ნაკლებობას“, - განაცხადა ბატონმა, ვისაც მონტე კარლოს რბოლა 2009 წელს აქვს მოგებული, როცა თავის კარიერაში ჯერჯერობით ერთადერთ ტიტულს დაეუფლა.
პერესი შუა სეზონში „ფერარიში“ არ გადავა
24.05.2012 19:38
სერხიო პერესი ამბობს, რომ შუა სეზონში გუნდს არ გამოიცვლის, თუნდაც შეთავაზება „ფერარისგან“ მიიღოს. ასე რომ, მიმდინარე სეზონს აუცილებლად „ზაუბერში“ დაასრულებს. მექსიკელი მრბოლი, „ფერარის“ ახალგაზრდა მრბოლების პროგრამის წევრია, რის გამოც, მის მომავალს ბევრი სწორედ იტალიურ გუნდს უკავშირებს.
ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მალაიზიის რბოლაში, პერესმა გამარჯვებისთვის ბრძოლა თვით ფერნანდო ალონსოს გაუმართა. და ეს იმ დროს, როდესაც ალონსოს ბრაზილიელ თანაგუნდელ ფელიპე მასას ამ სეზონში ჯერ მხოლოდ ორი ქულა აქვს მოპოვებული.
პერესი ამბობს, რომ მას მოლაპარაკება ჯერ არავისთან ჰქონია და „ფერარიში“ მის შესაძლო გადასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა გავრცელებული ჭორების უარყოფა მაინც უწევს. მითუმეტეს, რომ არსად გადასვლას ჯერ არ აპირებს.
„თუნდაც ჩემთვის ვინმეს რამე შემოეთავაზებინა, მაინც უარყოფით პასუხს მიიღებდა, რადგან შუა სეზონში არსად გადასვლას არ ვაპირებ. ვფიქრობ, გავრცელებული ხმები მხოლოდ მედიის მიერაა გავრცელებული. ეს სეზონი „ზაუბერთან“ ერთად დავიწყე და მასთან ერთადვე დავასრულებ. რაც შემიძლია, ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ“, - ამბობს პერესი.
პირველ პრაქტიკაზე ალონსო უსწრაფესია
24.05.2012 18:40
მონაკოს დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ყველაზე სწრაფი ფერნანდო ალონსო იყო, რომელმაც 0.365 წამით აჯობა ფრანგ რომენ გროჟანს. მესამე უსწრაფესი გამოსვლა კი „ზაუბერის“ მექსიკელ სერხიო პერესს ჰქონდა. ალონსოს თავისივე შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა წრე, რომელიც ძალიან კარგად დაიწყო, ვერ დაასრულა. ამის მიზეზი კი გახდა ინციდენტი, რომელიც გვირაბში მოხდა.
გვირაბი მონაკოს ტრასის ყველაზე სწრაფი ადგილია და სწორედ იქ დაეწვა ძრავი ჰეიკი კოვალაინენს. გვირაბში ბოლი დაგროვდა, რის გამოც, სესია შეაჩერეს. ბუნებრივია, ვერც ალონსომ შეძლო სწრაფი წრის დასრულება. სესია კარგა ხანს ისე მიმდინარეობდა, ტრასაზე ფავორიტებს ვერც ნახავდით. ამიტომ, პირველი 40 წუთის განმავლობაში, ტრასაზე „ტორო როსოს“ პილოტები ბატონობდნენ. მერე კი ჯერ მიხაელ შუმახერმა, შემდეგ კი გროჟანმა გაინავარდეს და უმცროსი „სკუდერიას“ ბატონობაც დაემხო. გროჟანი, ალონსო და ლუის ჰამილტონი იყო ის სამი მრბოლი, რომლებმაც საუკეთესო შედგისთვის იბრძოლეს და საბოლოოდ, ესპანელმა იმარჯვა.
უილიამსი“ მონაკოსთვის მზადაა
23.05.2012 19:22
„უილიამსის“ მთავარი ინჟინერი მარკ გილანი მადლობას უხდის თავისი გუნდს წევრებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ბარსელონაში მომხდარი ხანძრის მიუხედავად, გუნდი მონაკოში საასპარეზოდ მომზადებულიყო. მანვე მადლობა გადაუხადა იმ გუნდებს, რომლებმაც ხანძრის ჩაქრობაში მიიღეს მონაწილეობა და შემდგომში, „უილიამსს“ ეკიპირების მიწოდება შესთავაზეს.
გროველებმა ამ ხანძრის დროს, ბოქსების ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დაკარგეს. განადგურდა კომპიუტერული ცენტრი, რომელიც მანქანებისგან ტელემეტრიულ მონაცემებს იწერს. ზარალი მართლაც აუნაზღაურებელია, თუმცა „უილიამსმა“ მისი კომპენსირება მაინც შეძლო.http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=36253&lang=1
პორტუგალიის რალის შედეგები
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 4:19:24.300
2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) +01:51.800
3. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 03:25.000
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 03:47.400
5. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი) 07:57.600
6. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 08:01.000
7. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი) 08:39.100
8. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა) 09:00.800
9. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი) 10:29.700
10. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 11:44.600
მექსიკაში ფორმულა ერთი ბრუნდება

კარლოს სლიმ დომიტის სიტვებით: ფრმულა ერთის რბოლები შეიძლება გაიმაღთოს ქალაქის გზატკეცილზე გვადალახარაში, ან ძმები როდრიგესების სახელობის ავტოდრომზე რომელიც მდებარეობს მეხიკოში. მაგრამ რომ შეესაბამებოდეს ეს ავტოდრომი ფია-ს სტანდარტებს მას სერიოზული რეკონსტრუქცია დასჭირდება
.http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=36253&lang=1

ესპანურ რბოლაში მოპოვებულ გამარჯვებას „უილიამსი“ არ სჯერდება. ბრიტანულმა გუნდმა მონრეალისთვის ახალი, აგრესიული ფორმის უკანა ფრთა მოამზადა, რომელსაც თავისუფალ პრაქტიკებზე პასტორ მალდონადო გამოიყენებს. გუნდი აღიარებს, რომ მისი სისტემა DRS ხშირად საპირისპირო ეფექტს იძლევა, რისი შეუცვლელად დატოვებაც დაუშვებელი იყო.