„რედ ბულს“ ძირის კონსტრუქციას აცვლევინებენ
2.06.2012 23:05
„რედ ბულს“ თავისის არბოლი ავტომობილის ძირის უკანა ნაწილის შეცვლა მოუწევს. ამის მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ, RB8-ს ძირის ის ნაწილი, რომელიც უკანა საბურავის წინ მდებარეობს, რეგლამენტთან შეუსაბამოდ სცნო.
FIA-მ თავისი გადაწყვეტილება გუნდებს წერილობითი ფორმით დაუგზავნა. ის ძალაში კანადის დიდ პრიზზე შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკ უებერის გამარჯვება მონაკოს დიდ პრიზზე ძალაში რჩება. ამის მიზეზი ისაა, რომ FIA-მ ბაჰრეინის დიდი პრიზის წინ, იგივე ელემენტი, რომელსაც აეროდინამიკური დატვირთვა აქვს, ლეგალურად სცნო. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე გუნდს (ფერარი, მაკლარენი, მერსედესი) ეჭვები მონაკოს დიდი პრიზის წინ გაუჩნდათ, თუმცა FIA-ს თხოვნით, მათ კანადამდე თავი შეიკავეს.
No comments:
Post a Comment